ირანი ევროპას აფრთხილებს

მარიამ ახალკაცი 

ირანი ევროპას აფრთხილებს. ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების შემდეგ საფრთხე შესაძლოა ევროპელ ჯარისკაცებსაც დაემუქროთ.

აღნიშნული განცხადება ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ბირთვული შეთანხმების შესახებ განცხადებას უკავშირდება, რომელშიც ქვეყნის ლიდერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა შექმნას.

გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ ირანმა ამერიკულ სამხედრო ბაზებზე იერიში რამდენჯერმე მიიტანა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა ქვეყანას სანქციები დაუწესა და განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს.