“თავიდანვე რომ ეთქვათ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჰქონდათ, გასაგებია, რომ ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა იქნებოდა, ვიდრე ის რაც მოხდა, როცა ფრენები აღადგინეს, მაგრამ მეორე დარტყმას მაინც არ მიიღებდნენ” – სანდრო რაქვიაშვილი

მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან, – ამის შესახებ გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ხშირად ამბობენ, რომ რუსეთი უფრო ესმით, რუსეთთან უფრო ახლოს არიან, რუსეთით შეშინება უნდათ, რუსეთის კარგი გაგება ივანიშვილის ძლიერი მხარეა და ა.შ. მაგრამ მე ის მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას”, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან. თავიდანვე რომ ეთქვათ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება ჰქონდათ, გასაგებია, რომ ბევრად უფრო დიდი წინააღმდეგობა იქნებოდა, ვიდრე ის რაც მოხდა, როცა ფრენები აღადგინეს, მაგრამ მეორე დარტყმას მაინც არ მიიღებდნენ. ახლა რას აპირებენ, როგორ გაამართლებენ ამას, მე არ ვიცი, რადგან გასაგებია, რომ რუსეთი გადაგაგდებს, ზოგადად „გადამგდებები“ არიან საერთაშორისო ურთიერთობებში, კონტრაქტებში და ა.შ. ძალიან უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ამას ვერ ხვდება, როცა რუსეთთან თანამშრომლობს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.