“თხა, თხაზე ნაკლები…-პრემიერის ინიციატივა ვიცე-პრემიერებმაც აიტაცეს! “

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

ზეგიდან, საქართველოს მოქალაქეებს ევროპის 30 ქვეყანაში უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება! ამ პროგრესული მოვლენის აღსანიშნავად, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სტუდენტების და დევნილების ერთ ჯგუფთან ერთად, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში – უვიზოდ გაემგზავრება!.. – “თხა, თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო”, – და, პრემიერის ინიციატივა ვიცე-პრემიერებმაც აიტაცეს! ამგვარად, 1-ლი ვიცე-პრემიერი ბ-ნი ქუმსიშვილი, ბღუჯა-ბღუჯა თანამემამულეებთან ერთად ესპანეთს ეწვევა, – უვიზოდ! უბრალო ვიცე-პრემიერი, ბ-ნი კალაძე კი, პერსპექტიული ფეხბურთელების ჯგუფთან ერთად მონატრებულ იტალიას გაემგზავრება, – უვიზოდ!

ახალბედა ვიცე-პრემიერი, ბ-ნი ჯეჯელავა, განათლების სფეროს წარმომადგენელებთან ერთად, გამოცდილების გასაზიარებლად გერმანიას მოინახულებს, – უვიზოდ! მთავრობის წევრი სხვადასხვა მინისტრებიც, ასევე ისარგებლებენ უვიზო მიმოსვლის სიკეთით საკუთარ, წარჩინებულ თანამშრომლებთან ერთად! ასე რომ, ნუ წუწუნებთ, ყველაფერი კარგად მიდის, რაც მთავარია სულ ბოლოს, “იმ ერთი მიმართულებით ყველა უვიზოდ წავალთ” და – ყველაფერი კარგად იქნება!!!