“პრაქტიკულად, არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო კურსის ცვლილება ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა“ – ხატია დეკანოიძე

ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში, – ამის შესახებ  „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ლავროვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ლავროვმა ამხილა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში. მე 23 მაისს გავაკეთე განცხადება, სადაც ღიად ვკითხე ხელისუფლებას და ვუთხარი საზოგადოებას, რომ არსებობს ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას შორის, რაზეც პასუხი ხელისუფლებისგან მაშინ ვერ მივიღეთ. როგორც დღეს აღმოჩნდა, ლავროვის ხელისუფლებას, კრემლს პირდაპირი კავშირი აქვს ღარიბაშვილის ხელისუფლებასთან, რაც არის იმის დადასტურება, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ სხვა აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს ერთადერთ პლატფორმად რუსეთისთვის რეგიონში. როცა ევროკავშირი განიხილავს სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, ამ დროს ლავროვი ამხელს ხელისუფლებას, ვფიქრობ ეს მხილება გაგრძელდება. პრაქტიკულად, არის ძალიან სერიოზული საბოტაჟი და საგარეო კურსის ცვლილება ხელისუფლების მიერ, რომელიც ლავროვმა დაადასტურა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.