საია: ამ დროისთვის დაიწერა 30 საჩივარი და 80 შენიშვნა

ანა ნაცვლიშვილი

საია

-ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირებულია დარღვევებიც. ჩვენს წარმომადგენლებს უკვე დაწერილი აქვთ 30 საჩივარი და 80 შენიშვნა. ძირითადად შეინიშნება ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს, რაც გამოიხატება შემდეგში: რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუადოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს. სამწუხაროა, რომ ცესკო-ს განცხადებით ამაში არაფერია კანონდარღვევა.