ქაშმირში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გრძელდება

ინდოეთის მთავრობის საწინააღმდეგო აქციების დროს ქაშმირში დაშავებული დემონსტრანტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ქაშმირში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება არ წყდება. აქციის მონაწილეები პოლიციას ქვებს ესვრიან. ძალოვნები კი მათ დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამთავრობო უწყებებმა ქალაქის ზოგიერთ ნაწილში კომენდანტის საათი დააწესეს. შეზღუდულია ინტერნეტის მიწოდებაც.

აღსანიშნავია, რომ ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დღემდე დავის საგნად რჩება. ქაშმირის ისლამისტი სეპარატისტები ორი ათწლეულის განმავლობაში იბრძვიან. მათ პაკისტანთან შეერთება ან თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ.