„გამგებლის მოადგილეს ამომრჩეველიც მოჰყავს, ამოწმებს და მუქარასაც არ იშურებს“

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა ხომასურიძე მე-10 საარჩევნო უბანზე იმყოფება. მისი თქმით ადგილი აქვს მუქარისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს.

-ჩუღურეთში გამგებლის მოადგილე ლადო გოქსაძე აქტიურობს. მას ამომრჩეველი მოჰყავს, უბნებს ამოწმებს და არც ხალხის დაშინებას ერიდება. მე-10 უბანზე ვიმყოფები, რადგან აქ ვაძლევ ხმას და გავესაუბრე ამომრჩეველს. დილიდან და ყველაფერი თვალნათლად ჩანს.

მინდა მოვუწოდო შესაბამის სტრუქტურებს მოახდინონ რეაგირება, მთავრობას კი მოვუწოდებ ნუ იყენებს სახელისუფლებო რესურსს“