რუს და ბელარუს დიპლომატებს ევროპარლამენტის შენობებში შესვლა აეკრძალათ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

რუს და ბელარუს დიპლომატებს, ევროპარლამენტის შენობებში შესვლა აეკრძალათ – ინფორმაციას, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ავრცელებს.

,,დღეიდან, რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატიურ და სამთავრობო პერსონალს ეკრძალებათ შესვლა ევროპარლამენტის შენობებში. დემოკრატიის სახლში არ არის ადგილი მათთვის, ვინც დემოკრატიული წესრიგის დანგრევას ცდილობს. ” – წერს მეცოლა ტვიტერზე