,,ოპოზიცია პოლიტიკურ კეკლუცობას და სპეკულაციას მიმართავს” – სარჯველაძე ზელენსკის მოწვევაზე

,,ლელოს” ინიციატივას, რომ საქართველოს პარლამენტს უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართოს, სახელისუფლებო გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ კეკლუცობას უწოდებს.

მისივე თქმით, ოპოზიცია სპეკულირებს, როდესაც აღნიშნული ინიციატივით გამოდის.

,,კონკრეტულად დასახელდა ის წინაპირობები, რომელიც ალბათ აუცილებელია რომ დადგეს, იმისთვის, რომ სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხი საიმისოდ, რომ ამას რაიმე ეფექტი ჰქონდეს. ეს არ შეიძლება მხოლოდ რაღაც პოლიტიკური სპეკულაციის და პოლიტიკური კეკლუცობის საგნად ვაქციოთ ამ შემთხვევაში, რასაც მიმართავს ოპოზიცია. რაც შეეხება მხარდაჭერის გამოხატვას, ჩვენ ვამჯობინებთ, რა თქმა უნდა, რომ მხარდაჭერა გამოიხატოს ყველა იმ ნაბიჯში, რომელსაც დღეს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პატია ,,ლელომ” გუშინ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც უკრაინის პრეზიდენტს სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად სიტყვით საქართველოს პარლამენტისთვისაც უნდა მიემართა, თუმცა სახელისუფლებო გუნდმა აღნიშნული ინციიატივა დაიწუნა.