აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თალიბანის მიერ ავღანეთში კონტროლის დამყარებას აშშ-ის მარცხს უწოდებს.

“აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორც ახლაა. არ ვიცი ამას თქვენ რას უწოდებთ სამხედრო თუ ფსიქოლოგიური მარცხს. ახლა ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში. ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება, მომხდარიყო,”- აცხადებს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ “თალიბანმა” ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ინტენსიური შეტევა ივლისის ბოლოდან დაიწყო და 15 აგვისტოს კონტროლი დაამყარა დედაქალაქ ქაბულზეც. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი  ქვეყანა დატოვა.