საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა

საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

რუსეთის წინააღმდეგ ხმა 219-დან 216-მა დელეგატმა მისცა.

რუსეთის გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტმა უნდა მიიღოს.

2022 წლის 25 თებერვალს ევროპის საბჭომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციას წარმომდგენლობითი უფლებები წევრობიდან გაურიცხავად შეუჩერა.

15 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ისინი ევროსაბჭოს თავად, თავისი ნებით დატოვებენ.