ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონბასში შეტაკებები ძლიერდება, რადგან რუსული ძალები ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დონბასში შეტაკებები ძლიერდება, რადგან რუსული ძალები ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ბოლო მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე სამხედრო ძალების გაძლიერების პარალელურად, რუსეთი ახორციელებს თავდასხმებს ქალაქებზე მთელი უკრაინის მასშტაბით, რათა შეაფერხოს უკრაინული ძალების და შეიარაღების გადაადგილება აღმოსავლეთით.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით პრიორიტეტულ სამიზნეებზე იერიშების მიტანის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.