ვლადიმირ ზელენსკი – მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი

როგორც ჩემი ქვეყნის ლიდერი, მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს, მინდა, რომ თქვენ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იყოთ მშვიდობის ლიდერი, – ამ სიტყვებით მიმართა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.

ზელენსკის სიტყვებს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ფეხზე წამოდგომითა და ტაშით შეხვდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა Zoom-ით ჩართვის დროს დიდ მონიტორზე გაუშვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ამსახველი ვიდეო.

„ბოროტება, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, უნდა დასრულდეს და რუსეთი უნდა დაისაჯოს ამ აგრესიისთვის, ამ ტერორისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ აქამდე მიღებული ზომები ვერ აჩერებს რუსეთის მკვლელ მანქანას. ჩვენ გვჭირდება ახალი ინსტიტუციები, ახალი ხელშეკრულებები, რათა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად. გთხოვთ, გადაარჩინოთ უკრაინა და გადაარჩინოთ ხალხი. თუ თქვენ შეაჩერებთ ამ ომს, ამით მილიონობით ადამიანს გადაარჩენთ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.