„პირველი მიზეზი შენ ხარ, მეორე კი შენი ოცნებები“ – მარია ზახაროვამ ამერიკაში არსებულ ინფლაციაში ბაიდენი დაადანაშაულა

„რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ყველაფერში დადანაშაულება ამერიკული პროპაგანდის კლასიკაა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვა ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას. ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკაში ინფლაციის ორი მიზეზი არსებობს: პანდემია და ვლადიმერ პუტინი.

„ყველაფერს, რასაც ვერ აკეთებენ, რუსეთის პრეზიდენტს აბრალებენ. ახლა ინფლაცია გამოჩნდა, ენერგორესურსებზე ფასებიც ამ მიზეზით გაზარდეს. ეს დღეს ამერიკული პროპაგანდის კლასიკაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

თავად ზახაროვამ ამერიკაში ინფლაცია ბაიდენს დააბრალა.

„იგორ ნიკოლაევს აქვს მშვენიერი სიმღერა, რომელშიც არის ეს სტრიქონები: „პირველი მიზეზი შენ ხარ, მეორე კი შენი ოცნებები“. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ფრაზაა პრეზიდენტ ბაიდენისთვის თუ ვინ არის მიზეზი“, – განაცხადა ზახაროვამ.