რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 143 ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 143 ბავშვი ემსხვერპლა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 143 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 216 დაშავდა.

რეალური მონაცემების დათვლა შეუძლებელია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს.