კრემლს და აშშ-ს საელჩოს შენობას ექსპერტები და კინოლოგები ამოწმებენ

gazeta.ru-ს ინფორმაციით, მოსკოვში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები კრემლს და აშშ-ს საკონსულოს შენობას ამოწმებენ.

როგორც სამართალდამცველები ამბობენ 02-ზე შევიდა ხუთი შეტყობინება.

-„შემოვიდა ინფორმაცია შესაძლო აფეთქების თაობაზე. ასეთ წერტილებად დასახელდა კრემლი, აშშ-ს საელჩო, იაროსლავის სადგური, ეკოკომბინატი.

ადგილებზე კინოლოგები გავიდნენ. სადგურზე ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარის დატოვება