ეს ჩვენი ისტორიაა – სულხან-საბა ორბელიანი (ვიდეო)

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, განმანათლებელი, ჰუმანისტი და მწერალი სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა 1658 წლის 4 ნოემბერს ქვემო ქართლში ბოლნისის მახლობლად სოფელ ტანძიაში .

20-25 წლის ასაკში დაწერა იგავ-არაკების კრებული “სიბრძნე სიცრუისა”, რომელიც ცხოვრებაზე ღრმა დაკვირვების ნაყოფია. ნაწარმოებში სწავლა-აღრზდის საკითხები იგავ-არაკული ფორმით არის გადმოცემული. მკითხველი კი გრძნობს, რამდენად კარგად, გააზრებულად და ბუნებრივად ჩააქსოვა დიდმა შემოქმედმა ადამიანსა და ცხოველში ესა თუ ის აზრი, შეგონება და ცხოვრებისეული დაკვირვების შედეგები. იგი კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

თაობები ეზიარება მისი გენიით შექმნილ ნაწარმოებებს. დიახ, სულხან_ საბას მოღვაწეობის პერიოდს სწორედ უწოდეს ენციკლოპედიური, ხოლო მას ამ მოძრაობის ჭეშმარიტ თავკაცი.

დღეს საქარ|თველიშო მოქმედებს სულხან_საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის ფილოსოფიის კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი. ტანძიაში კი დღესაც შემორჩენილია ძველი სასახლის ნანგრევები, მისი პატარა ეკლესია, რომელმაც წლების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ელოდება მნახველს.

კომენტარის დატოვება