„ძლიერი ეკონომიკისთვის სასურველია ქვეყანაში შემცირდეს ბიუროკრატია“

 

ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზაობა გამოთქვა. “ესტონეთს აქვს შესაძლებლობა საქართველოში განახორციელოს გარკვეული ინვესტიციები. ჩვენ აქ ვართ, რომ შევქმნათ ისეთი ეკონომიკა, სადაც წინასწარ განსაზღვრული გეგმით ვიმოქმედებთ. საქართველოში ინვესტიციის განხორციელების სურვილი უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს. ძლიერი ეკონომიკისთვის სასურველია შემცირდეს ბიუროკრატია და მოხდეს ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება.”- აღნიშნა კერსტი კალიულაიდიმ.

აღნიშნულ ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ  ეფექტური და მრავალფეროვანი ქვეყნისთვის აუცილებელია განათლება და  ეფექტური მმართველობისთვის ხელშეწყობა.

საქართველო-ესტონეთის ბიზნეს-ფორუმი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გახსნეს. ფორუმის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო გარემო და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა ტიპის შეთანხმება იყო.