დღეიდან გზებზე “ჭკვიანი კამერები” ამოქმედდა

დღეიდან გზებზე  „ჭკვიანი ვიდეოკამერები“  ამოქმედდა, რომელიც ვიდეოანალიტიკური პროგრამის გამოყენებით დააფიქსირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს საგზაო მოძრაობის სფეროში.

სამართალდამრღვევი მძღოლი ავტომატურ რეჟიმში ვიდეოჯარიმით შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციით, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

შსს-ს ინფორმაციით გზებზე 3000 „ჭკვიანი კამერა“ დამონტაჟდება. ყველა მათგანის ახლოს განთავსდება აბრა ვიდეოკამერის გამოსახულებით.   შსს მძღოლებს სიფრთხილისა  და საგზაო მიძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.