საუკეთესო ბიზნეს გარემოს მხრივ საქართველო მნიშვნელოვნად დაწინაურდა

საქართველომ  საუკეთესო ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით მსოფლიოს  წამყვან  20 ქვეყანას შორის მე-9 ადგილი დაიკავა. კვლევა მსოფლიო ბანკმა ჩაატარა. ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, კორეა ჰონ-კონგი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია… და საქართველო, რომელიც  გასულ წელთან შედარებით 7 საფეხურით დაწინაურდა. როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რეიტინგი დაეხმარება  სხვა ქვეყნებს, რომ აქ ინვესტიციები განახორციელონ, რადგან ბიზნესის კეთების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.