შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა

 

შავ ზღვაში თურქეთის პორტთან ახლოს თურქული  გემი  “ბილალ ბალი” ჩაიძირა.

მშრალი ტვირთისთვის განკუთვნილ ტანკერი, რომელიც მძიმე მეტალებით იყო დატვირთული, მარმარილოს ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით ერიგლის პორტისკენ გადაადგილდებოდა. გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა.

სანაპიროს დაცვამ  სამძებრო სამუშაოების დროს  ცარიელი კატარღები და სამაშველო ჟილეტები იპოვა, შემდეგ კი ეკიპაჟის 4 წევრის გვამი აღმოაჩინეს.

სატვირთო გემი 1974 წელს იყო აგებული.