პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება. ეროვნული ჰიმნი ფლორენციაში პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება.

რაგბის გულშემატკივრებს კი საშუალება ექნებათ, მატჩს რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე უყურონ.

ამასთან დაკავშორებით შსს განცხადებას აქვეყნებს:

„10 ნოემბერს 06:00 საათიდან 22:00 საათამდე აღნიშნულ მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

10 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე, საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.