დროა პოლიტიკა და სპორტი გაემიჯნოს ერთმანეთს!

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ფოთში, ჭადრაკის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 11 წლის მანძილზე საერთაშორისო დიდოსტატის, ნანა ალექსანდრიას სახელობის იყო, წელს სახელი შეუცვალეს და “ფოთის საერთაშორისო ფესტივალი” დაარქვეს.

ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორმა, დავით კოდუამ, ალექსანდრიას სახელის ამოღება ქალაქის სახელის წინ წამოწევის სურვილით ახსნა.

ფესტივალის სახელის ცვლილებას ჟურნალისტი მარინა ლათიბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა:

-„მიუხედავად ჩემი ანტიპათიისა გიგა ბოკერიასადმი, აი, ეს საქციელი ნამდვილად პატარა კაცუნების გაკეთებულია. არა მგონია, ბევრი გვყვავდეს ნანა ალექსანდრიას დონის მოჭადრაკე. დროა პოლიტიკა და სპორტი  გაემიჯნოს ერთმანეთს! თანაც,როგორც ცნობილია, საერთაშორისო ფესტივალია და ეს სკანდალი ეჭვი მაქვს ,გასცდება ფოთის ფარგლებს!“

შეგახსენებთ, რომ ნანა ალექსანდრია 12 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, ორჯერ მსოფლიო ვიცეჩემპიონი და სამჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.

კომენტარის დატოვება