თეა წულუკიანი: გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რომელიც მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას დროს წამების ციტადელი იყო, ჟოლოს ბაღი გავაშენეთ

გლდანის მე-8 დაწესებულებაში, რომელიც მეგის ქარდავასა და ბაჩო ახალიას დროს წამების ციტადელი იყო, ჟოლოს ბაღი გავაშენეთ და ქართული ჟოლო, ლობიო, ნესვი და სხვა ბოსტნეული მოჰყავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ. თეა წულუკიანმა მინისტრსა და უწყების სხვა წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი მომავალ იუსტიციის მინისტრთან ერთად გაგრძელდება.

„იქ ქართული ჟოლო, ლობიო, ნესვის და სხვა ბოსტნეულია მოყვანილი, რაც პატიმრებმა ერთ-ერთ დიდ ქსელში გაყიდეს. დღესაც ყიდიან და იღებენ შემოსავალს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.