ბათუმში მოქალაქემ დანით თვითდაზიანება მიიყენა

ბათუმში, მოქალაქემ, რომელსაც გამოსახლებას უპირებდნენ, თვითდაზიანება მიიყენა.  შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის 223 ნომერში მოხდა.

თვითდაზიანების ამსახველი კადრებიც ვრცელდება,სადაც ჩანს, რომ მამაკაცი მუცელში დანას ირტყამს.

ფაქტი მაშინ მოხდა, რა დროსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები საცხოვრებლიდან გამოსახლებას უპირებდნენ.