შსს-ს ინფორმაციით, გუმათში მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების დროს 8 პირი, ადმინისტრაციული წესით  დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს სოფელ გუმათში, სადაც ბარიკადებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.