მეუფე სტეფანე შარზეა, აუდიტს იქით შევუყვან მას და გრიგოლის – მამა დანიელ გვილავა

სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მამა  დანიელ გვილავა განკვეთის მოლოდინშია. დაპირისპირების მიზეზი მონასტრის ქონებაა. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა  დასჯილ სასულიერო პირებს,  ვადა სწორედ დღევანდელ დღემდე მისცა.

მამა დანიელის განცხადებით,  მისი განკვეთა მხოლოდ სინოდის გადაწყვეტილების შემდეგაა შესაძლებელი და მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილების მიღება პიროვნულად არ შეუძლია. იგი ასევე ამბობს, რომ მეუფე სტეფანე შარზეა და  მას ქონების განიავება და ხელში ჩაგდება სურს.

,,როდესაც მოვიდა ჩვენთან, ვწირეთ ერთად, დავათვალიერებინეთ ყველაფერი, მან იცის, რომ ყველაფერი ადგილზეა, უბრალოდ არის შარზე. მას უნდა, რომ თვითონ განკარგოს და გაანიავოს აქაურობა. ასეთი ეჭვი მაქვს მის მიმართ. მას ნდობა არ დაუმსახურებია. აუდიტს იქით შევუყვან სტეფანეს და გრიგოლის, იმიტომ რომ მარტვილის მარნის დაძველებული ღვინო არის განიავებული. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ კანონით მას არ შეუძლია, რომ განმკვეთოს. ეს არის სინოდის პრეროგატივა.

12 მღვდელთმთავარი მაინც უნდა შეიკრიბოს, დაჯდეს, დამკითხოს, იქნებ მეც მაქვს რაღაც სათქმელი. სხვათაშორის ბევრი მაქვს სათქმელი. ამ ყველაფრის შემდეგ კი თუ გადაწყვეტავენ, შეუძლიათ განმკვეთონ. პიროვნულად სტეფანეს ჩემი განკვეთა არ შეუძლია“. – განმარტავს მამა დანიელი.