პეტრე ცისკარიშვილი: კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ გადალახავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, კარგი იქნება თუ გიორგი გახარიას პარტია ხმებს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს.

„ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის. თავისი ხმების უმრავლესობას ის „ქართული ოცნებიდან“ დაიწყებს. ასევე დააჯდება ირმა ინაშვილის პარტიის ხმებს. კარგი იქნება, თუ ადგილორბივ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმებს ჩამოაჭრის, შემდეგ მათ გაუჭირდებათ 43%-ის მოგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაყალბებას კვლავ ეცდებიან“, – აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.