ვდგავარ იმ ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგევის ფაქტს.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.

თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.