არსებობს თუ არა თბილისში ირანის ქუჩა

მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს.

,,ირანის ქუჩასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისში, ირანის ქუჩა არ არსებობს!

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ.

ისნის რაიონში წლებია გვაქვს გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით!
გთხოვთ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმოთ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში”, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც კომისია ავრცელებს.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში სხვადასხვა გვერდის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში ივანე მაჩაბლის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ირანის ქუჩის სახელი ეწოდა.