შესაძლოა ჩვენი მართვის მოწმობებით სარგებლობა ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლებელი გახდეს

ჟურნალისტებთან საუბრისას  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მიდის მუშაობა „ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში“

„შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც აქვს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, მემორანდუმი და ხელშეკრულება გაფორმებული. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან. განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ევროკავშირის მიმართულებით და შემიძლია გითხრათ, რომ დანაშულის კლებაა მთელ რიგ იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეებია გაგზავნილი” – განაცხადა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, იგი ელჩებს გააცნობს იმ პრიორიტეტებს, რაზეც უწყება მუშაობს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საზღვრის დაცვა, საგანგებო სიტუაციები.