„კორკოტასი გამიკვირდა, რატომ დადგა თქვენს გვერდზე? ნუთუ ვერ ხედავს იმ ფარსს?..“

სულიკო კედელაშვილი

Sandro Breg ერთ რამეს გეტყვით შენ და იმ სადღობელაშვილს, გინდა გეწყინოთ და გინდა გეტკინოთ.

პირადად ჩემი პოზიცია ზოგადად გაცხადებული მაქვს ამ უცხოელთა მასიური ჩამოსახლებების და დამკვიდრების მიმართ, ეს მე მაღიზიანებს და საშიშროებას ვხედავ სერიოზულს. მე მართლა გულით მინდა რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და რაღაც ჩარჩოებში მოექცეს. აი თქვენ რასაც გაუწიეთ ორგანიზება იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია ეროვნული და პატრიოტული იდეებით. თქვენ აფუჭებთ ძირითად იდეას და აძლევთ საშუალებას ათასი ჯურის ავადმყოფს და ჭკუით მახინჯს სასაცილოდ აიგდონ, და მარგინალიზაცია გაუკეთონ იმ ნაღდ პატრიოტულ სულისკვეთებას რაც მე მაქვს და კიდევ ძალიან ბევრს, მათ შორის იმათ აბსულუტურ უმრავლესობას ვინც იმ აქციაზე მივიდა.

მოთხოვნის არასწორედ დაყენება იწვევს სწორედ იდეის გაფუჭებას.

შედეგი რა მივიღეთ?

მივიღიეთ ის რომ დაიწყო აქტიური კამპანია ქსენოფობიის ბრალდებებით ჩემი ისტორიულად ტოლერანტი ერის მიმართ. სასაცილოდ გახადეთ ბევრი ღირებულება. და თან ვის დასაცინად? ბოკერიების და მისნაირი ურჯულოეისა. აი სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი ამ აქციის და არა იმიტომ რომ მე “ლებერასტი” ვარ.
ეს ან გულუპრყვილობით გააკეთეთ ან განზრახ. პირველს კიდე არა უშავს და თუ მეორეა, ეს უკვე მაძლევს იმის საბაბს რომ თქვენს იმათზე უარესი მტერი ხართ ჩემი ქვეყნის ვიდრე ის ვისაც თქვენ (და მეც) მტრებად მიიჩნევთ.
კიდე ვიმეორებ, თქვენ აფუჭებთ იდეას!

იმის მაგივრად რომ სწორედ დაგეგმილიყო აქცია, სწორედ დაყენებულიყო მოთხოვნა, ნა ურაზე შეყარეთ ამდენი ხალხი და ამ ემოციურ ფონზე თავისი გამონათქვამების გამო პრობლემები შეუქმენით, არა მარტო მათ არამედ ზოგადად ქართულ საზოგადოებას და მის სწრაფვას ქვეყნის სწორი განვითარებისადმი.
არ მჯერა მე თქვენი და თქვენი ამ ურაპატრიოტიზმის, შუბლზე გაწერიათ რაც გამოძრავებთ.
ხან უცხოეთის სპეცსამსახურების დევნაზე წერ, ხან ზეწოლაზე, ხან ქვეწოლაზე. კარგით რა… თქვენ ეს ხალხი იდიოტები ხომ არ გგონიათ? ვის რაში აინტერესებს სანდრო ბრეგაძე? და მით უმეტეს უცხოეთის სპეცსამსახურებს…

P.S. აი კორკოტასი კი ნაღდად გამიკვირდა, რატომ დადგა თქვენს გვერდზე? ნუთუ ვერ ხედავს იმ ფარსს რის წინაშეც დგას?