ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა

ვაკის პარკში დილიდან ვეტერანები, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ და პატივი მიაგეს 1941-45 წლებში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო მარჩენალდაკარგულებს 300 ლარის ოდენობის თანხა გადაეცემათ.

ვეტერანთა დეპარტამენტის ცნობით, დღეს საქართველოში  მეორე მსოფლიო ომის 492 ვეტერანია. 1941-45 წლებში 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში,  300 ათასი კი გმირულად დაეცა.