ზურაბ შარია: მზად ვართ, მთავარია თავდაცვის სამინისტრომ გამოხატოს ნება!

11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. დაკარგული სამხედროების მშობლები ძებნის გაგრძელებას მოითხოვენ.

ზურაბ შარია დაკარგული სამხედროების ძებნასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიმართავს.

-“საქართველოს დაივინგის ფედერაციისა და დაივინგ ცენტრის ” პოსეიდონის სამყაროს” გამოცდილი, სერტიფიცირებული ( rescue diver, dive master, instructor diver) გამოცდილი მყვინთავები, მზად ვართ, თავდაცვის სამინისტროს და პირველ რიგში დაღუპული სამხედროების ოჯახებს, გავუწიოთ დახმარება და უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა დაკარგული ორი ჯარისკაცის საძიებო სამუშაოებში! არჩევნების მიუხედავად რა თქმა უნდა მეც აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ამ ოპერაციაში. ფსკერსაც კარგად ვიცნობთ და ასეთი სახის სამუშაოების სპეციფიკასაც. მთავარია თავდაცვის სამინისტრომ გამოხატოს ნება!

თანაუგრძნობთ დაკარგული ბიჭების ჭირუსუფლებსა და არ დავიშურებთ ძალებს საძიებო ოპერაციაში!!!”

კომენტარის დატოვება