“ლეიბორისტული პარტია” „სემეკის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტია”

– „ბუნებრივი აირის გაძვირება განსაკუთრებით საოცარია იმ ქვეყანაში, რომელიც უფასო გაზს იღებს ბაქო-ჯეიჰანიდან, “სოკარიდან” და პრაქტიკულად, “გაზპრომიდან.” რამდენიმე დღის წინ სოკარმა 120 დოლარიდან 105 დოლარზე ჩამოიყვანა გაზის მიწოდების ტარიფი და ესენი სამომხმარებლო ტარიფს გვიძვირებენ. ეს არის პირდაპირ ივანიშვილ-კალძის პირგაღებული ქისა, რომელშიც უნდა ჩაჩხრიალდეს ჩვენგან ამოღებული მილიარდები, მერე ნდა გადაირიცხოს მათ ოფშორულ საბანკო ანგარიშებზე.

ცნობილი რომაული გამოთქმა – ჰეი კეისარო, გეშინოდეს მარტის დიდების, შეიძლება გადავაკეთოთ, ჰეი ქართველნო, გეშინოდეთ ცხელი ზაფხულის. როგორც წესი, ცხელ ზაფხულში, როდესაც ხალხის გამოსვლის რისკი მინიმალურია, ხელისუფლება ვერაგულ ზრახვებს აკეთებს, განსაკუთრებით ცხოვრების გაძვირებისა და ტარიფების მომატების კუთხით“ ლეიბორისტული პარტია „სემეკის“ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.