ბათუმში კორპუსის მაღალი სართულიდან 20 წლამდე ქალი გადახტა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, გორკისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან 20 წლამდე ქალი გადახტა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.