პაპუაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ სასამართლომ შეძლოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უფლებამოსილების შესრულებას 30 სექტემბრიდან დაიწყებენ, ისინი გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნული და უფლებასმოსლების ვადა ეწურებათ.

-„როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ სასამართლომ შეძლოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ – ასე უპასუხა გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, მოასწრებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო ახლანდელი შემადგენლობით ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვას.

“დარჩენილია სამი კვირა და ამ დროში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება“,  – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს  დეტალურად არ უსაუბრია იმ პროცესებზე, რატომ ვერ მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრება ამ დრომდე.

 

 

კომენტარის დატოვება