„ვის მივცეთ ხმაა? პარტიულ სიებში პროცენტულად იმდენ “მოხეტიალე პოლიტიკოსს წავაწყდი…”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-„საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე “გამსვლელი” პოლიტიკური პარტიების და ბლოკების პროპორციულ სიებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ მთავარი არგუმენტი და კრიტერიუმი ამ სიებში მოსახვედრად გახლდათ – “მოხერხებულობა”! დიახ, პარტიულ სიებში პროცენტულად იმდენ “მოხეტიალე პოლიტიკოსს წავაწყდი”, რომ სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ მდგომარეობას!!

ვის მივცეთ ხმაა? რა ვიცი, როცა უპრინციპობა გამჭრიახობად მიიჩნევა, ხოლო თავდადება მიამიტობად, მაშინ ვისაც გინდათ მიეცით, ამ სიების შემხედვარე – საქართველოს მაინც არაფერი ეშველება!!!“

კომენტარის დატოვება