გვეტაძე 5 შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება!

დავით ცხვარაძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მრავალშვილიანი მამის-დავით გვეტაძის საქმე განიხილა. საქმე ეხება წლების წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც გვეტაძემ ნათესავს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ბანკში ჩაუდო.
დავით გვეტაძის ნათესავმა კი აღებული თანხა დახარჯა და სესხი არ გადაიხადა. დღეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გვეტაძე 5 შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ რჩება. როგორც გვეტაძე აცხადებს დანებებას არ აპირებს. დაზარალებული აღნიშნული საქმის ხელახლა გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარის დატოვება