სულხან მოლაშვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს

სულხან მოლაშვილი თბილისში ჩამოასვენეს. აეროპორტში მას საზოგადოება დახვდა, რომელთა შორის იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და ცნობადი სახეები.

სულხან მოლაშვილის ცხედარს ორშაბათს, 4 ივლისს დღის 12:00 საათზე ქაშუეთში გადაასვენებენ, სამშაბათს კი ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სულხან მოლაშვილი ჯანმრთელობის გაუარესების გამო 29 ივნისს გარდაიცვალა.

13521917_1298839086812498_5736167061654256441_n 13529179_1298839386812468_6349484493941907624_n

კომენტარის დატოვება