თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ

პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია, ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ დაწესებული წესები, რაც საკმაოდ ეფექტურია აუცილებლად უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ.

„პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია, ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ დაწესებული წესები, რაც საკმაოდ ეფექტურია აუცილებლად უნდა დავიცვათ.

წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.