გოდერძი ბარბაქაძე მოსახლეობის მოთხოვნებს ეცნობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომელსაც ახორცილებს იურიდიული კომისია საკრებულოს თავმჯდომარის გოდერძი ბარბაქაძის კოორდინირებით.

საკრებულოს თავმჯდორე და იურიდიული კომიისიის წევრები ადგილზე გაეცნენ მოსახლეობის მოთხოვნებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამოდენიმე გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელდების მინიჭების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გადაეცემა სამთავრობო კომისიას დსამტკიცებლად.

ეს ის სოფლების ჩამონათვალია, სადაც მიმდინარეობს მოკვლევა:

1. ნინიგორის საჯარო სკოლის, ერთერთი ქუჩის ან სკვერისათვის 2008 წლის აგვისტოს ოში დაღუპული გმირი მებრძოლის, სოფელ ნინოგორის მკვიდრის – შმაგი ნოზაძის სახელის მინიჭების შესახებ;

2.სოფელ თელის ერთერთი ქუჩისათვის გენერალ – მაიორ ზაზა შუბითიძის სახელის მინიჭების შესახებ;

3. სოფელ თამარიანის ერთერთი ქუჩისათვის ქვეყნის მთლიანობისათვის ბრძოლაში აფხაზეთში გმირულად დაღუპული მებრძოლის – გია დუღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ;

4. ქ. ლაგოდეხში , თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის სტადიონისათვის საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, წარსულში საფეხბურთო კლუბ ,,ჰერეთის” მთავარი მწვრთნელისა და ლაგოდეხის ბავშვთა და მოზარდთა სკოლის დირექტორის, ყოფილი ფეხბურთელის – ჯემალი ჯიბლაძის სახელის მინიჭების შესახებ;

5. სოფელ გელათის ცენტრალური ქუჩისათვის პოლკოვნიკ გიორგი გოგობერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ.