თამარ გაბუნია: ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, AstraZeneca​-თან ერთად Pfizer​-ის ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება

ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer​-ის ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.

AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად, Pfizer​-ის ვაქცინა გამოჩნდება 18:00 საათზე. თუ რომელი პრეპარატით უნდა აიცრას მოქალაქე, არჩევანი გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის დაწყებამდე. როდესაც მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და აირჩევს AstraZeneca-ს და Pfizer​-ის შორის, გამოჩნდება განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები, ექვსი დაწესებულება Pfizer​-ის არჩევნის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულებები რეგიონის მიხედვით AstraZeneca-ს არჩევის შემთხვევაში. არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ გვეყოფა 14500 დოზა Pfizer​-ის ვაქცინა, შემდეგ პროცესი გაგრძელდება AstraZeneca-ს ვაქცინით, მაგრამ არჩევანი კეთდება მანამდე, ვიდრე მივა სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.