რაც დრო გავა, კიდევ უფრო გამწვავდება ეს კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან – თინა ბოკუჩავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა ევროპარლამენატერბის მორიგ წერილს ეხმიანება. ბოკუჩავას თქმით, რაც დრო გავა ხელისუფლებას და მათ შორის, ივანიშვილს უფრო მძიმე და სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს.

,,ჩვენი ევროპელი პარტნიორები ღიად აღიარებენ, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომ ამას არანაირი საერთო მართლმსაჯულებასთან არ აქვს და რომ სასამართლოს ბიძინა ივანიშვილი იყენებს როგორც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. რაც დრო გავა, კიდევ უფრო გამწვავდება ეს კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და უფრო სერიოზული და მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, მათ შორის, პირადად ივანიშვილს, – ამბობს ბოკუჩავა.

5 ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე მიხეილ სააკაშივლის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგ წერილს ავრცელებენ. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს პოლიტიკურ დევნაში და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაში სდებენ. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ ყურადღება კანონის უზენაესობაზე და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე უნდა გაამახვილოს.