[ვიდეო] „აქ რომ მოვარდით…” – სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს შეხვდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი გავიდა და სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა კონტრაქციის მონაწილეებს სასახლის კარი გაუღო და უთხრა, რომ ისინი სასახლესთან ვიღაცის მოგონილი ჭორების საფუძველზე მივარდნენ. ზურაბიშვილის ამ მიმართვას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„შეგიძლიათ დაწყნარდეთ? თუ გინდათ მომისმინოთ გაჩუმდით, თუ არადა შევალ უკან… მეორედ არ გავიმეორებ რასაც ვიტყვი, თუ გინდათ გაიგებთ, თუ არადა …  აქ რომ მოვარდით გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემს შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007 წელს? მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან „ქართუ ბანკში” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნახეთ ვიდეო: https://fb.watch/hHXYACTuUj/?mibextid=cr9u03