ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე – ბუბა კიკაბიძე

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკრაინულ მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ვერ შეძლო ეპატიებინა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საქართველოში შეჭრა.

კიკაბიძემ ასევე აღნიშნა, რომ მან უარი თქვა რუსეთის ხელისუფლებისაგან მეგობრობის ორდენის მიღებაზე და რომ 10 წელია რუსეთში არ ჩასულა.

,,მე ვფიქრობ ცხოვრების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იცხოვრო ბინძური კუდების გარეშე. არ არსებობს ისეთი წამალი, რომელიც ყველაფერს პატიობს ადამიანს. როდესაც ტანკები შენს სახლთან დგანან, შენ ისინი გესვრიან, გადაგივლიან და შენ ამ დროს მიდიხარ, ორდენს იღებს და მათ უმღერი. ეს არაეთიკურია, არ არის ლამაზი და შენ ამ დროს კარგავ საკუთარ ღირსებას. მე რა თქმა უნდა ვერ ვაპატიე პუტინს, სამაგიეროდ შვილიშვილების პატივისცემა დავიმსახურე,, -აცხადებს ბუბა კიკაბიძე. 80 წლის ბუბა კიკაბიძე, უკრაინული მედიის ცნობით, საიუბილეო წელს ფილმის გადაღებას და ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემას გეგმავს, ოცნებობს რომ ნახოს განთავისუფლებული საქართველო და უკრაინა.