ტერეზა მეი თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თურქეთს ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ის ამაყია, რადგან ბრიტანეთი დადგა ოფიციალური ანკარის გვერდით და სახელმწიფო გადატრიალების დროს დემოკრატიულ პროცესების განვითარებას დაუჭირა მხარი.

-„ახლა აუცილებელია თურქეთმა გააძლიეროს დემოკრატია და შეასრულოს ადამიანის უფლებების დავცისთვის აღებული ვალდებულება“-განაცხადა მეიმ.

უფრო ადრე კი ერდოღანმა და მეიმ განიხილეს სირიის კრიზისის დარეგულირების გეგმა და კიპრში არსებული სიტუაცია.

კომენტარის დატოვება