დავით სერგეენკო: მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო – პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური

მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო – პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ უარის თქმას კომენტარზე იქ, სადაც მათთვის არასასურველი ტელევიზიები იქნებიან წარმოდგენილნი.

დღეს მმართველი გუნდიდან მედიასთან კომენტარი მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

„მედიასთან კომენტარი აუცილებელია და სავალდებულო, მსიამოვნებს თუ არ მსიამოვნებს. პიროვნულად არცერთ თქვენგანთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, პატივისცემას გიდასტურებთ. უფრო პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ ვიდრე მედიას და აქედან არის განპირობებული ეს ყველაფერი. არცერთ თქვენგანს ვინც აქ ხართ, არავინ ადანაშაულებს, პრობლემა არის რამდენიმე ტელეარხთან, რომელიც დომინანტურად პოლიტიკურია და არა ნეიტრალური“, – განაცხადა სერგეენკომ.