ავთანდილ ვარსიმაშვილი პუშკინის მედლით დაჯილდოვდა

ქართველმა რეჟისორმა, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა პუშკინის ორდენი მიიღო.

ასეთივე ორდენით დაჯილდოვდნენ ემირ კუსტურიცა, ამერიკული კომპანიის Lerman Enterprises LLC პრეზიდენტი სუზენ ელიზაბეტ ლერმანი და ჩინეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორი ჩენ პინი.

პუშკინის მედლით ჯილდოვდებიან ის უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული კულტურის პოპულარიზაციას.

-„ პუშკინის ორდენი მომცეს, მე და ემირ კუსტურიცას, პუშკინიც მიყვარს და კუსტურიცაც)))))“-წერს ვარსიმაშვილი სოციალურ ქსელში.

14925793_1416212201742116_5376599139955867099_n

 

კომენტარის დატოვება