პაატა მანჯგალაძე – პარტნიორებთან ვისაუბრებთ, რომ სანქციები დაედოს „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჩინოვნიკებს და არა სახელმწიფოს

ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა გამოიწვევდა სანქციებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ  განაცხადა.

„ჩვენ არ გვიხარია, რომ საქართველოს სანქცია დაედება. სწორი იქნება და ჩვენ პარტნიორებთან ვისაუბრებთ, რომ სანქციები დაედოს „ქართული ოცნების“ კონკრეტულ ჩინოვნიკებს და არა სახელმწიფოს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.